CDS
stack

web_web

web_web

web_web


როგორ შეიძლება გამოვიყენოთ Web-გვერდი ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის?

როგორ  შეიძლება გამოვიყენოთ Web-გვერდი ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის?

ეს სულაც არ არის სიახლე. თქვენ შეგიძლიათ მუდმივად ინფორმირებული ჰყოთ შესაბამისი საზოგადოების სეგმენტი თქვენი ბიზნესის ან პროდუქტის შესახებ  რაც ბევრად უფრო იაფი და მოსახერხებელი საშუალებაა ვიდრე რომელიმე ბეჭდვითი მედია.

დღევანდელი ბიზნესისთვის Web გვერდი წარმოადგენს მაღალ მოთხოვნად საშუალებას არსებობისთვის, ისევე როგორც ადრე ტელეფონის ხაზი იყო მოხმარებაში. დღევანდელ კონკურენტულ გარემოში რთულია Web გვერდის გარეშე ბიზნესს ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლი ჰქონდეს.

Web გვერდს არ გააჩნია გეოგრაფიული ლიმიტები. წარმოადგენს მოსახერხებე, დინამიურ და კარგად ორგანიზებულ გაყიდვების საშუალებასაც რომელიც მყიდველისთვის 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე ხელმისაწვდომია.

საიტზე განთავსებული მრავალი სახალისო მასალა გახლავთ მისი წარმატების საიდუმლო!

ამ ახალი და საინტერესო ხელსაწყოს სრული დატვირთვით გამოყენებისთვის აუცილებელია იცოდეთ თუ როგორ მუშაობს და ისწავლოთ მისი სწორად გამოყენების ტექნიკები. მასალის უხვად განთავსებაWeb საიტზე წარმოადგენს ერთ-ერთ მისი წარმატების ერთ-ერთ საიდუმლოს. ონლაინ მომხმარებლების უმეტესობა წარმოადგენენ ცნობისმოყვარე ადამიანებს რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი პროდუქტით, ამიტომ თქვენი Web გვერდი მომზადებული უნდა იყოს შესაბამისად რათა მიაწოდოთ სრული ინფრომაცია

ნუ გააკეთებთ თქვენი პროდუქტის უბრალო ჩამონათვალს. აუცილებელია საიტზე განათავსოთ ყველა საჭირო ინფორმაცია რომელიც პროდუქტს ეხება, აჩვენოთ სურათები და გაგაჩნდეთ სექციები სადაც თქვენი სტუმრები შეძლებენ დატოვონ კომენტარები, დაწერონ კითხვები და ა.შ. დინამიური და აქტიური საიტი იფუნქციონირებს როგორც ხიდი თქვენსა და თქვენ კლიენბტებს შორის. უეჭველია ბიზნესის ასეთი სახის პრომოუტირება გამოიწვევს კომპანიის ინტერაქტიულობის გაზრდას და პოტენციური კლიენტების მოზიდვას.

კომპანია რომელიც განავითარებს თქვენს Web გვერდს, უნდა შემოგთავაზოთ დეტალური გეგმა აუცილებელი სტრუქტურის და მართვის პანელის შესახებ. აგრეთვე როგორი იქნება სტრუქტურა საიტის დასაწყისში და როგორ შეიძლება მოხდეს მისი შემდგომი განვითარება. გაითვალისწინეთ რომ თქვენი Web გვერდი ვერასდროს იქნება სრულყოფილი, ამიტომ აუცილებელია მისი სისტემატიური განახლება. Web გვერდი გახლავთ თქვენი კომპანიის ონლაინ სახე. თუ თქვენ განაახლებთ თქვენი კომპანიის პორტფოლიოს არ დაგავიწყდეთ თქვენი საიტის განახლება.

Web საიტი მზად უნდა იყოს რომ დაიტიოს და წარადგინოს პროდუქტის შესახებ ყველა ის ინფორმაცია რაც თქვენს ვიზიტორს აინტერესბს.  თუ თქვენი კომპანიი ს ძირითადი პროდუქტი გახლავთ მომსახურება-სერვისი, ამ შემთხვევაში Web გვერდი წარმოადგენს აბსოლიტურად საუკეთესო გზას რათა აჩვენოთ თქვენს მომხმარებლებს თუ როგორ მოემსახურებით, რა დამატებითი საშუალებები გაგაჩნიათ და ამავდროულად მოიზიდოთ სხვა მომხმარებლებიც.

შედეგების შეფასება და გაუმჯობესებული ფუნქციონირება

არანაირი შეცდომის საშუალება: ინტერნეტ კონკურენცია ბოლო რამოდენიმე ხნის განმავლობაში დრამატიულად გაიზარდა და Web საიტების შიდა ინფორმაცია თანდათანობით უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თუ ფლობთ საწყობს ან ოფისს, ამავდროულად თქვენ თვალყურს ადევნებთ თქვენს კონკურენტებს, საშუალება გეძლევათ  მოახდინოთ პროდუქტის დივერსიფიკაცია და მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა.

აუცილებელია ვახსონოთ რომ Web საიტზე ინფორმაციის განახლება და სერვისის პრომოუტირება ბევრად იოლია ვიდრე ფლაერების, კატალოგების და ბროშურების განახლება რომლებიც ერთხელ უკვე დაბეჭდეთ. იმის განსაზღვრელად ცვლილებები საჭიროა თუ არა, აუცილებელია იცოდეთ თქვენი კონკურენტები და თქვენი მომხმარებლები, რათა მუდმივად შეაფასოთ საიტის ფუნქციონირება და შემდგომ მიიღოთ გადაწყვეტილება.

 

კომპანია რომელიც საკუთარ თავზე აიღებს თქვენი საიტის შექმნას აუცილებელია დაგეხმაროთ შემდგომი დავალებების გადაჭრაში: ინტერნეტ სივრცეში დაიმკივდროთ თქვენი ადგილი, გააცნობიეროთ თქვენთვის აუცილებელი პოტენციური მედიის სეგმენტი. გაარკვიოთ ჩართულობის დონე რომელიც საჭიროა თქვენი Web საიტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მოკლე ვადიან პერიოდში, ყველა ის ინვესტიცია რომელიც ჩადებული იქნება საიტის დიზაინში, მუდმივ განახლებაში და სიახლეებზე ორიენტირებულობაზე, მალევე გამოიღებს გასაოცარ ეფექტს რომელსაც ნათლად დაინახავთ.           


CDS © 2011